ქუთაისი ახალ წელს კონცერტის და ფოიერვერკის გარეშე ხვდება

ქუთაისში ახალი წლის ღამე წელს პირველად ფოიერვერკის და კონცერტის გარეშე ჩაივლის. პანდემიის გამო, მერიამ 2021 წლის დადგომას მოკრძალებულად დახვდება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხა მხოლოდ ნაძვის ხის მოსართავად და საახალწლო განათებებისთვის დახარჯა, თუმცა, შეზღუდული ღონისძიებების პირობებში, ადგილობრივ ბიუჯეტს საახალწლო მორთულობა 156 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

წყარო: newposts.ge