“ვაქცინები გზაშია და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები საშუალებას მოგვცემენ გავუმკლავდეთ ქარიშხალს” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი საახალწლო მილოცვაში საუბრობს. ვიდეო ამერიკის საელჩომ გაავრცელა.
კენ და ჯუდი იალოვიცი – “ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო აშშ-ის საელჩოში, გისურვებთ მხიარულ, უსაფრთხო და ჯანმრთელ სადღესასწაულო სეზონს. ჩვენ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოში გატარებულ წლებს. ვისურვებდით, რომ საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვეცეს.
პანდემია და სადავო არჩევნებით ეს ძალიან მძიმე წელი იყო ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ვაქცინები გზაშია და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები საშუალებას მოგვცემენ გავუმკლავდეთ ქარიშხალს. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკეთეს პერიოდში გნახავთ მომავალ წელს. თბილი მოკითხვა კენი და ჯუდი იალოვიცები.
წყარო: newposts.ge