ავარია მოხდა რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 3 მამაკაცი იმყოფებოდა, კომენდანტის საათის დროს, ავტობანზე მოძრაობისას, ამოტრიალდა. ინფორმაციას „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.
მამაკაცები დამტვრეული ავტომობილიდან უვნებლად გადმოვიდნენ, მათ სამედიცინო დახმარება არ დასჭირდათ.
წყარო: ptn.ge