დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი , ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, თუმცა კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე წელიწად-ნახევარი გაგრძელდება.
“ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა“ – ამბობს გამყრელიძე ვიდეომიმართვაში.