უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი …

6 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 2 იანვარს, დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

წყარო: newposts.ge