“ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა.
შეზ
როგორც იმნაძემ მედიასთან განმარტა, დააკვირდებიან, როგორ აისახება ახალი წლის ღამეს გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„შეზღუდვების გახანგრძლივება ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება 10-12 რიცხვისთვის საახალწლო ღამის შედეგები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.