„სადაზვერვო ინფორმაციით, ისრაელის აგენტი-პროვოკატორები ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავენ”- ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს „ისრაელის მიერ დაგებული ხაფანგის“ შესახებ აფრთხილებს. ამ შინაარსის განცხადება მოჰამედ ჯავად ზარიფმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის აგენტი-პროვოკატორები ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავენ, რათა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენონ ტრამპი და ომის ცრუ საბაბი შექმნან. ფრთხილად იყავი ტრამპ. ნებისმიერი ფოირვერკი საპასუხო რეაქციას გამოიწვევს“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის გვერდზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ზარიფის განცხადებაზე კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის წლისთავზე გააკეთა.