თბილისში, დიღმის მასივში 4 000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

დიღმის მასივში 4 000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ დიღმის მასივის 5-ე და 6-ე კვარტალის მოსახლეობას, 4000 მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე აღდგება“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“იმედინიუსი”