“უნიჭო, უზრდელი, ფულის და მთავრობების მონები, კანალიზაციის მილებში მოძრავი ბიომასა ხართ ჩემთვის…”

მთელი დღე გული რაღაცას მიგრძნობდა, წარბიც მითამაშებდა.
თურმე სულ ტყუილად არა…

აი როგორც იქნა შევიტყვე ნანატრი ინფორმაცია – ქართულ შედევრ კლიპებს კიდევ ერთი ახალი კლიპი შეემატა – ანრის, ნოეს და იმედის სხვა წამყვანების მიერ შესრულებული.
ის ძველი კლიპი რომ გახსოვთ, სულ ღორები რომ გვიძახეს ვისაც არ მოგვეწონა. მერე მაგას დაემატა, ლიდერ ტვ ის, ამ სამყაროდან გასულების საახალწლო კლიპიც. ახლა ეს შედევრიც – გასამდა ხალხო, გასამდა.
ერთი ამბავია კომენტარებში – მხოლოდ ბნელებს და ბოროტებს არ მოსწონთ. ვისაც მოგვწონთ გაგვატარეთ, შეუგნებლებო და ა.შ
ახლა რატომ დავწერე და რა დროს კლიპიაო, გაუჩნდება ვინმეს საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა, ამდენი პრობლემებიაო და ა.შ ახლავე აგიხსნით, ერთი შეხედვით ვითომ უმნიშვნელო საკითხს.
ამ ქვეყანაში არის რამოდენიმე სახეობის ელიწა. მიშას დაჯგუფება, რომლებსაც მაგრად ასვა და აჭამა იმ დორბლიანმა. ამ მთავრობის დაჯგუფება, რომლებიც იმედის დილაში თუ სხვა გადაცემებში ბედნიერი სახით გვარიგებენ ჭკუას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა ყოველდღიურად და როგორი დაუნახავები ვართ ჩვენ. ასევე ამ ბოლო დროს წარმოიშვა – გურამის, სოსოს, მასხულიას ელიწა – სხვათაშორის მათ პოპულარიზაციაში, ყველაზე დიდი წვლილი რობერტო მავანმა შეიტანა. ასევე არის სხვა წვრილ-წვრილი ჯგუფებიც, რომლებიც ხან ერთს ეტენებიან და ხან მეორეს. ისე რა მაგარია, ანრი ჯოხაძე და ნოე რომ დაიწყებს ვაქცინის პოპულარიზაციას…. მერე მიშისტი ელიწელები რომ შეუტევენ, მთავრობის ელიწებს – ეგენიო, რუსულ ვაქცინას გვთავაზობენო და ჩვენ ამერიკული გვინდაო.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ანრი ჯოხაძეც და ბევრი ამ მთავრობის გამპრავებელი, ერთ დროს ნაციონალების სასტავი იყვნენ. ეეე საცოდავო მიშა, როგორ ყველამ გაქცია ზურგი.
და რისი თქმა მინდა ამ აბდაუბდით იცით? ხალხს მოსწონს ეს ყველაფერი!!! არ ვიცი ამას რა დავარქვა, ულტრა ლიბერალური გემოვნება, ფანოღად ქცეული საქართველო, მასხულიას მწერალთა კავშირი თუ რა საერთოდ. თაობები ხომ იზრდება ამ ყველაფერზე – ნორმალური აზროვნების მინიმალური შანსიც არ ექნებათ ცხოვრებაში.
პირადად ჩემთვის კი, კანალიზაციის მილებში მოძრავი მასა ხართ ყველა ვარიანტში. როგორ ყველა იგინება პირდაპირ ეთერში – თითქოს და დადებით ტონად აქციეს გინება პირდაპირ ეთერში. უნიჭო, უზრდელი, ფულის და მთავრობების მონები. კანალიზაციის მილებში მოძრავი ბიომასა.
великие члены из другого мира.

დიტო ბიძინაშვილი