დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება.
იმნაძის თქმით, ჯერ დააკვირდებიან, როგორ აისახება ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ქვეყნის საერთო ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
– “მკაცრი შეზღუდვების გახანგრძლივება ამ ეტაპზე ჯერ ნამდვილად არ განიხილება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება 10-12 რიცხვისთვის საახალწლო ღამის შედეგები” – განუცხადა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს.
წყარო: itv.ge