დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები გამკაცრდება.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მთავრობა სკოლების დახურვას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა არ სურთ.
ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში გაზაფხულზე გაუმჯობესდება.
წყარო: newposts.ge