მითური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაში გვხვდება.
თოვლის პაპის კულტი უკავშირდება ქრისტიანულ წმინდან ნიკოლოზს, თავისი მნიშვნელობით თოვლის პაპას მეტად უახლოვდებიან სხვადასხვა ევროპულ კულტურებში არსებული საახალწლო და საშობაო არსებები, მაგალითად, სლავური დედ მოროზი, ფრანგული პერ ნოელი, გერმანული ვაინახტსმენი, იტალიური ბაბო ნატალე, ინგლისური ფაზერ ქრისმასი და ამერიკული სანტა კლაუსი.
თოვლის პაპა/თოვლის ბაბუ ქართული წარმოშობის მითოლოგიურ-ზღაპრული პერსონაჟია. თოვლის პაპის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, კერძოდ, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგული, საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით ხელდამშვენებული. როგორ წესი, თოვლის პაპას გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის), ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.
საქართველოში ნელ-ნელა ვცდილობთ სრულიად შესაბამისი და დახვეწილი პერსონაჟის, დასავლური სანტა კლაუსით ჩანაცვლებას. საახალწლო დღეებში იშვიათად თუ სადმე შეგვხვდება ან ვნახავთ ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ თოვლის პაპას. მედიაში, ქუჩებში, საახალწლო ღონისძიებებზე მუდამ ვხედავთ წითლებში გამოწყობილ სანტა კლაუსს და თანდათან ვივიწყებთ ძირძველ ქართულ თოვლის პაპას.
«და არავითარი სანტა-კლაუსები ჩვენს მიწაზე არ გვჭირდება! ვინაა მომხრე …» აი, რუსებმა მოახერხეს თავისი ეროვნული Дед мороз-ის და Снегурочка-ს შენარჩუნება!..
ქართველებსაც გვყავს ჩვენი თოვლის ბაბუას და ფიფქიას შესანიშნავი ზღაპრული პერსონაჟები, მაგრამ ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, #მშობლიურს რომ არაფრად ვაგდებთ!..
30 წელზე მეტია ცხვირში გვატენიან სანტა-კლაუსსა თუ ელფებს და ვერ მოვახერხეთ მათთვის სათანადო ადგილის მიჩენა!..
სხვათაშორის, „დედ მაროზი“ სანტა-კლაუსისგან გასხვავებით, არასოდეს ავიწროებდა ქართულ თოვლის ბაბუას (პაპას)!.. ნ. შარაბიძე
ამონარიდები- სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული გზავნილებიდან