აღიარებაც არ გვინდა, რომ შევცდით, წამოვეგეთ ანკესს, სადაა ქვეყნის დამოუკიდებლობა. გვაყვირეს, გვარბენინეს წინ და უკან, გვაყვირეს…
ძირს რუსეთის იმპერია, ძირს საბჭოთა კავშირი, ძირს სოციალისტური წყობა; გვაძახებინეს, ოღონდ თავისუფლები ვიყოთ და ბალახს შევჭამთ, მარგანეცი და ბორჯომი შეგვინახავს და ათასი სისულელე…….სადაა დამოუკიდებლობა? სადაა ჩვენი შემნახავი ბორჯომი და მარგანეცი? ეროვნულ გმირებად შევრაცხეთ ის ხალხი რომელთა გამოისობითაც 30 წელია ქვეყანა უკომპასო გემივით აბობოქრებულ ოკეანეში ჩამქრალი ძრავით აქეთიქეთ ეხეთქება. ერი გაიყო, ზვიადისტებათ, შევარდნაძისტებათ, მიშისტებათ, ბიძინისტებათ……ახლა კიდევ გირჩისტებათ…….გვირაბში ვართ, სინათლეც არ ჩანს……..
სოსო გიორგობიანი