ანა დოლიძეის ცხოვრებაში ამ წელს ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მთავარი კი ისაა, რომ ის მეორედ გახდება დედა. როდის მოახერხა და რა პირობებში დაქორწინება პოლიტიკოსმა, რომლის დაიჯახების შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც იგი რამდენიმე თვის ფეხმძიმე იყო.
“გასულ წელს ვიქორწინე და ეს ამბავი არავინ იცოდა, საიდუმლოდ ვინახავდით. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია – ეს არის მთავარი. დიდი აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, ამიტომ მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ პირდაპირ ჯვარი დაგვეწერა.
ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი, მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.
ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი – ყველაფერი საზრუნავია”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ანა დოლიძემ.
“რეზონანსი’