რამდენიმე დღის წინ, კახეთში, სოფელ იყალთოში, ღამით, კომენდატის საათის დროს თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა და დაჭრა თელავის მერიის იურდიული განყოფილების უფროსი ლევან ბერძენიშვილი.
“რეზონანსი” მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სკანდალური წერილს აქვეყნებს, როგორც თავად ამბობს, ზანდარაშვილის ახლობლის მონათხრობზე დაყრდნობით:
“რა მოხდა ამ საზარელი ამბის უკან და რამ გახადა იძულებული კრიმინალური პოლიციის უფროსი რელურად ასეთი სასტიკი დანაშაული ჩაედინა, არავინ იცოდა. მომხდარის შესახებ რეალობას არავინ ჰყვება და ყველა მალავს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტი სინამდვილეში იმ სუფრაზე დაიწყო, სადაც ზანდარაშვილი მეგობარმა ბერძენიშვილმა მიიყვანა, რათა კომენდატის საათის დაწყების გამო ის სახლში წაეყვანა. „რეზონანსმა“ გაარკვია მომხდარის დეტალები, რომელსაც აქამდე, როგორც ბერძენიშვილი, ასევე, იმ ოჯახის მასპინძელი – დავით ლაჩაშვილი საჯაროდ არ ჰყვებიან.
თელაველები „რეზონანსთან“ ყვებოდნენ, რომ ფაქტს თვითმხილველი მხოლოდ დაჭრილი ბერძენიშვილი ჰყავს, რადგანაც შემთხვევა კომენდატის საათის დროს მოხდა. საავადმყოფოს დირექტორს ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანმა 6-ჯერ ესროლა, ხოლო სავარაუდოდ, მასთან ერთად მყოფი ბერძენიშვილი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც ისიც დაიჭრა. ვანო ზანდარაშვილის ახლობლები კი სულ სხვა ამბავს ჰყვებიან და ამბობენ, რომ სინამდვილეში კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო.
„რეზონანსთან“ ზანდარაშვილის ახლობელი ამბობს, რომ მისთვის შოკისმომგვრელი და სრულიად წარმოუდგენელი ამბავი იყო, როცა ამ დანაშაულის შესახებ შეიტყო. მას არ სჯეროდა, რომ მისი მეგობარი, რომელიც კანონის დამცველი იყო, ამ დანაშაულს ჩაიდენდა. მეგობარი ზანდარაშვილს დანაშულს არ ამართლებს, თუმცა, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ რეალობას არავინ ყვება და სიმართლე სინამდვილეში სრულიად სხვაა.
ზანდარაშვილის ახალი დაოჯახებულია, მას 5 თვის შვილი ჰყავს და მისი ოჯახი მომხდარ ამბავს ძალიან განიცდის. ზანდარაშვილის შესახებ ასევე დედოფლისწყაროშიც ამბობენ, რომ ის მათთან წლების განმავლობაში მუშაობდა და არასდროს მისი მხრიდან სამსახურეობრივ გადაცდენას ან სხვა ზედმეტ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მათ მიაჩნიათ, რომ ზანდარაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და ის ამ დანაშაულს სრულიად იზიარებს.
„სიმართლეს არავინ ყვება რა მოხდა. ვანო ზანდარაშვილი იმ დაბადების დღეზე საქეიფოდ არ მისულა. მას მეგობარმა ლევან ბერძენიშვილმა დაურეკა, რათა კომენდატის საათის გამო სახლში წაეყვანა. ზურაბ საჩიშვილს არ იცნობდა და მათ ერთმანეთი სუფრაზე გაიცნეს.
“გამოითქვა მედიაში მოსაზრება თითქოს ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და საჩიშვილი რადგანაც უსაფრთხობის სამსახურში მუშაობდა, იქიდინ შესაძლოა რამე აკავშირებდათ. არა, ისინი ერთმანეთს პირველად იმ სუფრაზე შეხვდნენ. მიცვალებულზე რამის გადაბრალება არ მინდა და ძალიან მძიმეა ჩემთვისაც ამაზე საუბარი, რადგანაც მკვლელობას გამართლება არა აქვს, თუმცა, სიმართლე ხომ უნდა ითქვას. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და არ ვიცი ამ უბედურებაზე რაც მოხდა, როგორ ვისაუბრო.
“თელავში საჩიშვილს ყველა აქებს და ამბობენ რომ ის კარგი ბიჭი იყო. ზუსტადაც ასეა, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ მას სიმთვრალეში ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა. ყველას გვიჭირს მიცვალებულზე რამის თქმა, მაგრამ ვანოც და მისი ოჯახიც ფაქტიურად მასთან ერთად მოკვდნენ.
“კონფლიქტი კი სუფრაზე მაშინ დაიწყო, როცა ვანო ბერძენიშვილის წამოსაყვანად მივიდა. საჩიშვილმა გამოკითხვა დაუწყო ვანოს, სად მუშაობდა და ვინ იყო. როცა გაიგო, რომ კრიმინალური პოლციის თანამშრომელი იყო, გინება დაუწყია და პოლიციელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოუთქვამს.
“ვანოს უთქვამს – ნასვამი ხარ და არ მინდა ამაზე რამე გითხრა და გთხოვ ოჯახში ვართ თავი შეიკავოო. ვანომ მაგიდასთან კონფლიქტი გაატარა და ყველა სიტყვაზე რასაც ის იტყოდა, თურმე ასე ეკიდებოდა და ილანძღებოდა, თუმცა ის მის გამოწვევებს ყურადღებას არ აქცევდა“, – აცხადებს ზანდარაშვილის მეგობარი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ამის შედეგ ვანო ზანდარაშვილს ბერძენიშვილისთვის უთქვამს, რომ ჯობდა წასულიყვნენ, რადგანაც მიხვდა, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაღრმავებულიყო. ამის შემდეგ კი ზურაბ საჩიშვილს ტელეფონზე ვიღაცისთვის დაურეკავს და უთქვამს მოდი წამიყვანეო. ზანდარაშვილის ახლობელი ამბობს, პირმა ვისაც საჩიშვილმა დაურეკა, წაყვნაზე უარი უთახრა. რის შემდეგაც გარდაცვლილს გინება ახლა მისი მისამართით გაუგრძელებია. ზანდარაშვილი ამის შემდეგ ამდგარა და გარეთ გამოსულა. ბერძენიშვილისთვის უთქვამს მე მივდივარ და თუ გინდა წამოდიო. გარეთ გასულ ბერძენიშვილს კი უთხოვია, რომ საჩიშვილი არ დაეტოვებინათ, რადგანაც მას არ მოაკითხავდნენ. ზანდარაშვილს უთქვამს კარგი ჰა წამოიყვანეო.
„ნასვამი საჩიშვილი უკან ჩამჯდარა, ბერძენიშვილი კი ვანოს გვერდით. როგორც კი ვანომ ავტომობილი დაძრა, საჩიშვილმა ტელეფონზე იმ ვიღაცას ისევ დაურეკა და გინება დაუწყო. ამაზე გაბრაზებულ ვანოს უთქვამს, რომ კარგი რა მოგივიდა ჯერ იყო და ოჯახში არ მოისვენე უშვერი პირით იგინებოდი და ახალა ტვინი აქ წაიღეო. ამის თქმა და ვანოზე უკანიდან თავდასხმა ერთი ყოფილა. რულთან მჯდომ ზანდარაშვილს საჩიშვილი თავს დასხმია და ახრჩობდა.
“როგორც იქნა ბერძენიშვილის დახმარებით თავი გაუთავისუფლებია. მანქანიდან გადმოსულა და საჩიშვილისთვის კარი გაუღია გადმოდი ახალავე დაბლაო. მას კი იქიდან ისეთი გინება დაუწყია, რომ ამ სიტყვების გამეორებაც არ მინდა. არავინ იფიქროს, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვანოს ვინმე ამართლებს. ნეტავ ეცემა ან დაეკავებინა და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. ჯერ დედა, მერე ცოლი უგინებია. მხოლოდ გინება არაა ეს, რაც მან ზარდანაშვილს აკადრა.
“ავტომობილიდან არ გადმოდიოდა და იქიდან წიხლები დაუყრია. თურმე წინ მჯდომი ბერძენიშვილი მას ხელით იჭერდა. აი ამ დროს როცა უკვე ცოლის და დედის მისამართით უმძიმესი სიტყვები იხმარა, ვანოს უსვრია. ბერძენიშვილი ჩვენებაში ტყუილებს ამბობს, რომ ვითომ იარაღზე ხელი აუკრა და მაშინ დაიჭრა. არადა საჩიშვილს იჭერდა და ხელში ამიტომ მოხვდა. ყველაფერი მისი ბრალია. ბერძენიშვილს, რომ არ დაერეკა, წაყვანა არ ეთხოვა, ასევე საჩიშვილი ავტომობილში არ ჩაესვა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, ახლა ჩვენებებში რას აღარ იგონებს. დაიღუპა როგორც საჩიშვილი ასევე ზანდარაშვილი და მისი ოჯახი“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ზანდარაშვილის ახლობელი.
მისივე თქმით, თელაველებმა ვანო ზანდარაშვილის შესახებ მედიასთან ტყუილები მოყვეს, თითქოს ის მსგავს ქცევაში ან სამსხურეობრივი მოვალების შესრულების დროს დანაშაულის ჩადენაში ადრეც შემჩნეული იყო. ზანდარაშვილს, როგორც სხვა რაიონიდან ჩასულ პოლიციის მაღალჩინოსანს, მტრობდნენ და მისი მისამართით არა ერთ ტყუილს ყვებიან. მას პოლიციაში 15-წლიანი მუშაობის შედეგად არცერთი საყვედური არა აქვს მიღებული.
ახალობელი ამბობს, რომ არავის ეგონოს ამ ამბავს იმიტომ ყვება, რომ ზანდარაშვილის დანაშაულს ამართლებენ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართე იცოდეს. ვანო კი თავის ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებს და თავის გამართლება არც უცდია.
საქმეს პროკურატურა იძიებს. ვანო ზანდარაშვილს ბრალი 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული. მას 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. სასამართლომ ზანდარაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.”
სკანდალურ წერილს უკვე მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზამბარასავითაა დაჭიმული თელავი, ვიტყვი მოკლედ ზურა საჩიშვილი იყო უწესიერესი ადამიანი ამ ქვეყანაზე, ლაფს გაეშვით თორემ თუ ვინმემ ქუდზე კაცი დაიძახა, იცოდეთ სახლში არავინ დარჩება .
@რაკს მიაჭირეთ !
პ.ს. და რაღაც სისულელების წერას მოეშვით. არ ვაზიარებ შეგნებულად შეკვეთილ სტატიებს!“