ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად დასახლებული ოჯახები ცხოვრობენ, 3 იანვარს მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს.
მეორე მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მეზობლების თქმით, ინციდენტი სახლში დაიწყო და მოგვიანებით იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა.
გარდაცვლილი მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.მომხდარს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
“ინციდენტი სახლში დაიწყო და იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში დალეწეს ყველაფერი და სისხლიც ჩანს სააბაზანოსთან. გარდაცვლილს კისრის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, ხოლო მეორე მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს. ინციდენტის გამო, შემთხვევის ადგილზე საყოფაცხოვრებო ნივთები დამტვრეულია. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცია”,- აცხადებენ ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები
დაჭრილი მამაკაცი კლინიკა “მედინაში” არის გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.