“ოპოზიცია სრული შემადგენლობით იქნება აქტიური იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს”

ოპოზიცია არ აპირებს ქვეყანაში არსებულ კრიზისთან შეგუებას, არ აპირებს შეგუებას წართმეული არჩევნების დაკანონებასთან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

“ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გეგმაა ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, წართმეული არჩევანის გადასარჩენად. იქნება აქციები და ბევრი აქტივობა, კრიზისის დასაძლევად. ოპოზიცია სრული შემადგენლობით იქნება აქტიური იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს” – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

წყარო: itv.ge