“პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრისთვის სადეპუტატო ულებამოსილების შეწყვეტის საკითხი დაკმაყოფილდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო ულებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სამივე პარლამენტარის ნება დადასტურებულია და კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის სესიაზე მიიღებენ.

“კომიტეტმა განიხილა 3 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მათი პირადი განცხადების საფუძველზე. რეგლამენტის საფუძველზე კომიტეტი და აპარატი სწავლობს განცხადების ნამდვილობას, ადგენს რამდენად რეალურია ნება პარლამენტარის, როდესაც მან დაწერა განცხადება, ასევე მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ცალცალკე ხდება განცხადებების როგორც შესწავლა ასევე განხილვა და თითოეულ მათგანთან ქონდა აპარატს კავშირი და მათი ნება არის დადასტურებული, შესაბამისად კომიტეტმა განიხილა ეს საკითხი და სამივე პარლამენტის წევრის მიმართ იქნა ცნობილი, რომ მათი ნება არის დაკმაყოფილებული, თუმცა ახლა ბიუროს გადაეცემა რეგლამენტის შესაბამისად და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის სესიაზე სხდომა” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა.

წყარო: newposts.ge