აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება მოხდება, მოსახლეობას პირბადის ტარება მუდმივ რეჟიმში აღარ მოუწევს.
ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს.
„თუ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება მოხდება და ინფიცირებული ადამიანები აღარ გვეყოლება, მოსახლეობას პირბადის ტარება მუდმივ რეჟიმში აღარ მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანებს სამედიცინო პირბადის გამოყენება მხოლოდ მაშინ მოუწიოთ თუ კი ხალხმრავალ ადგილებში მოუწევთ ყოფნა. თუმცა, არა იმ ინტენსივობით, რითითაც დღეს მოსახლეობას მისი ტარება უწევს. ვფიქრობ, ან პირბადის ტარების სიხშირე შემცირდება, ან საერთოდ აღარ იქნება საჭირო მისი გამოყენება“,- აცხადებს ფაუჩი.