სოფელ დავითიანში ხანძარია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ძლიერი ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.

თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა, ძლიერი ქარის გამო ხანძარი გადავიდა კერძო სექტორში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია  სახანძრო–სამაშველო ბრიგადები.

“სპუტნიკი”