წუხელ “ჯი-დი-ეს”-ზე თვალი მოვკარი სერიალ
“ტ ი ფ ლ ი ს ი ს” ერთ-ერთ სერიას და “ჩავუჯექი” –
ადრე ისე, თვალმოკვრით მქონდა ხოლმე ნანახი და
დიდად ვერ დამაინტერესა… ახლა უბრალოდ, მეთქი,
მაინც წარმოდგენა მქონდეს თქო და…
ჰოდა, დავრწმუნდი, რომ როდესაც ხარ 25 წლამდე
ა ს ა კ ი ს (მაქსიმუმ) გაქვს სრულიად უსაფუძვლო და
გაუმართლებელი ა მ ბ ი ც ი ა იყო ძალიან მაგარი
რ ე ჟ ი ს ო რ ი და ამ დროს მ ი ლ ი ა რ დ ე რ ი ს შვილს
გაიცნობ, მოგცემს უამრავ ფ უ ლ ს – ეს აუცილებლად
გამოიწვევს უ კ უ შ ე დ ე გ ს და გაგიფუჭებს იმ გზას,
რომელიც შეიძლება წარმატებული ყოფილიყო…
ჯერ დავიწყოთ სიუჟეტით და ტექსტებით –
სრული ბ ა ვ შ ვ ო ბ ა… მეხუთეკლასელური დონე…
ვიღაც ქართველი თ ა ვ ა დ ე ბ ი ცნობილი სიცილიელი
მ ა ფ ი ო ზ ე ბ ი ვ ი თ აკონტროლებენ ქალაქს, არის
“გავლენის სფეროების გადანაწილება” და ერთი ამბავი…
შემდეგ – ფრაზები.
ხალხო, აქ მოქმედება მიმდინარეობს სადღაც
მ ე ც ხ რ ა მ ე ტ ე საუკუნის შუა წლებში და გმირები
ერთმანეთს მიმართავენ – “შ ე ჩ ე მ ა” “ტრაკის ჭია”
“შე ს ი რ ო”… ანუ სუფთა მ ე ო ც ე საუკუნის ბოლოს
თბილისურ (ვერა-ვაკურ) ჟარგონში დამკვიდრებული
ფრაზებით… მეტიც – ერთ ეპიზოდში ვიღაც ტიპი
შედის ბორდელში, იძახებს მეძავს და… ი ჩ ხ ი რ ა ვ ს!
დიახ, შ პ რ ი ც ი თ იჩხირავს პირდაპირ ბორდელში…
არა, იმ დროს მ ო რ ფ ი ნ ი და სხვა ნარკოტიკები უკვე
არსებობდა, მაგრამ ისინი მიიღებოდა ძირითადად
ყ ნ ო ს ვ ი თ, ან დალევით… შპრიცი მაშინ ისეთივე
იშვიათობა იყო, როგორც ახლა “კოვიდ19”-ის ვაქცინა…
????
ე ქ ი მ ე ბ ს ა ც კი იშვიათად ჰქონდათ შპრიცები და
მის მოხმარებას კი, მთელი ს ა ს ტ ე რ ი ლ ი ზ ა ც ი ო
პროცედურები, გამოხარშვები და რამდენიმე საათიანი
მომზადება სჭირდებოდა… ეს კიდე შევიდა ბარდელში,
წამოწვა საწოლზე, გადაიჭირა ვენაზე “პლატოკი” და
ჰოპაააა, გაიჩხირაააა… და ბოლოს – კ უ ლ მ ი ნ ა ც ი ა,
ქართველი თავადები რაღაც საქმიან შეხვედრაზე
ვიღაცას ელოდებიან და უცებ ერთ-ერთმა თავადმა
გაირჭო პირში მუნდშტუკის მსგავსი რაღაც, გაიღიმა
და ფეხები… მ ა გ ი დ ა ზ ე შემოაწყო! არც მეტი არც
ნაკლები – ხალხო, წარმოგიდგენიათ ათას რვაას
რომელიღაც წელს მაგიდაზე ფეხებშემოლაგებული
ქართველი თავადი? არა, ძმაო, მიმიქარავს სიცილია
და კ ო რ ლ ე ო ნ ე ე ბ ი ს მთელი საგვარეულო იქ
ამბები ტრიალებდა… ან ს ც ე ნ ა რ ი ს ტ ე ბ ი ვინ
იყვნენ ამ საცოდაობის ან კ ო ნ ს უ ლ ტ ა ნ ტ ი მაინც
არ ჰყავდათ ვინმე? თუმცა, რა გინდა თქვა, როდესაც
25 წლამდე ასაკის, სრულიად უ წ ი გ ნ უ რ ბიჭს,
რომელიც მანამდე “ფარული კამერის” ძალიან კარგი
ო პ ე რ ა ტ ო რ ი იყო, არათუ “ტიფლისის” არამედ
“ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ნ ი ს” ეკრანიზაციის ამბიციაც
უჩნდება და ს ა ც დ ე ლ სცენებსაც კი იღებს…
ამას სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ ამ ნ ი ჭ ი ე რ ი
კაცის ცხოვრება ისე რომ წარმართულიყო, ნელ-ნელა
ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყოლოდა, მიეღო განათლება
განვითარებულიყო – შეიძლება მართლაც უმაღლეს
დონეზე ექნა რაღაც… ეს მის ფილმებშიც ეტყობა
ო პ ე რ ა ტ ო რ უ ლ ნამუშევარს, რომელიც მართლაც
კარგია! მაგრამ მანდ მორჩა! წიგნის წაუკითხავად,
და რაც მთავარია გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ი ს დაგროვების
გარეშე არ კეთდება ასეთი რამეები მეგობრებო!
და ვიმეორებ – 25 წლის ასაკში რომ მილიარდერის
შვილს დაუძმაკაცდები, დ ა ა გ ო ი მ ე ბ, ბევრ ფულს
გამოართმევ და რაც გისწორდება იმას აკეთებ –
ეს სულაც არ ნიშნავს რომ მაგარი რეჟისორი ხარ…
აი, ამ მილარდერ-მილიონერებს კიდე, სად აქვთ ტვინი
და რატომ ჰყრიან მუდამ ასე უაზროდ ამდენ ფულს,
რატომ ვერასოდეს ხვდებიან ვის უნდა ჩაუდონ
ამა თუ იმ საქმეში ფული და ვის არა?
ამას, ალბათ ვერასოდეს გავიგებ…
ბაკურ სვანიძე