სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
რას დაემსგავსა ჩვენი პოლიტიკა? ახალ წლამდე დავწერე ორი სიტყვით, რითი დავიწყეთ და სანამდე მივედით მეთქი?!
დავიწყეთ დიდი ინთუზიაზმით, მერაბ კოსტავათი და უამრავი გულანთებულით, დღეს მივიღეთ ის პოლუტიკური ბუკეტი, რომელსაც ყოველ დღე ვუცქერით ტელეეკრანებზე.
მათ ჩამოთვლას აზრი აქვს? კორუფციაში ამოსვრილები, სისხლის სამართლის უმძიმესი საქმეების ფიგურანტები, მორალური ღირებულებებისგან დაცლილები, გარედან მართულები, ფუძეგამოცლილები… შესაძლოა ბევრს არ ეხება, თუმცა ვისაც მედია თავზე გვახვევს, მათი დიდი ნაწილისთვის რბილი შეფასებებია.
რა თემებზე მიდის განხილვები: შევლენ, არ შევლენ, აიღებენ დაფინანსებას თუ არა და ა.შ. საინტერესოა?
რა არის ამ ოპოზიციის მთავარი მიზანი და სასაუბრო თემა – “ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვება”. მესმის, როცა პარტიები იბრძვიან ხელისუფლებისთვის, ებრძვიან ოპონენტ პარტიას, მაგრამ მთელი ოპოზიციის ერთი პიროვნების წინააღმდეგ გაერთიანება ისეთი მარაზმია, სერიოზულად მსჯელობაც კი შეუძლებელია.
მთელი ოპოზიცია რომ ერთი პირის კლანჭებშია და მისი ნების გარეშე მაბიჯს ვერ დგამენ, რთული დასანახია?
ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სანამ ის მმართველი პარტიის სათავეშია, ღიად წერას ვერიდები. კარგთან ერთად, ბევრი რამით ვარ უკმაყოფილო, რაც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს ეხება, მაგრამ ამ თემებზე კვალიფიციურად სადისკუსიო სივრცე არ არსებობს. სამაგიეროდ მიდის ერთი პიროვნების დევნა, დემონიზაცია, შეურაცხყოფები. ისეთები უდგანან სათავეში ამ ლანძღვას, არათუ პოლიტიკაში, საზოგადოებაში თავს ვერ უნდა ყოფდნენ. ამ ვითარების შექმნაში ქ/ოცნების, მისი ბევრი წევრის ბრალეულობაცაა. ესეც ვრცელი თემაა. რაც შეეხება “ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვებას”, სასაცილოა ამაზე საუბარი. თქვენ ვერა და თავის თავს გაუშვებს სახლში, როცა გადაწყვეტს. თქვენსავით თანამდებობები რომ არ აგიჟებს, დავინახეთ ამ 8 წელში.
ახალი სისულელე აუგორეს. თურმე ლაგუნა ვერეს აღადგენს და სახელმწიფოს აჩუქებსო. ეს მოუნახეს კომპრომატად. ვალდებულია აჩუქოს? ისე იყნებენ პრეტენზიად, თითქოს მისი ქონება არაა. უნივერსიტეტის აშენება დააგვიანა. ადრე უნდა ეჩიქებინა. საკონცერტოს შენახვა ძვირი ჯდება, რატომ გვაჩუქა. მზიური უკან აყიდინეს. დენდროპარკი ყელში გაეჩხირათ. იპოდრომი გვაჩუქა, ოპოზიციის შეეშინდა. რა მოთვლის კიდევ რამდენი რამე დაგვიანებით გვაჩუქა?! 100 მლნ კოვიდფონდში ეცოტავა ოპოზიციას, მთელი ქონების მესამედი უნდა დაედოო. თავად ხელფასის მესამედი ვერ დადეს. სერიოზულად როგორ უნდა იმსჯელო ამ მდარე ხალხზე?! ესაა ოპოზიცია?
იქნებ ვინმე გამახსენებს ბოლოს როდის ჰქონდათ ჭიდილი ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, ან როდის განიხილებოდა ჩვენს ტოკ-შოუებში მსოფლიოში, რეგიონში მიმდინარე პროცესები, სახელმწიფოს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები, განათლების პრობლემები, ეკონომიკა, სოციოლოგია და სხვა? აღარაფერს ვამბობ დეოკუპაციის გზებზე, ევროინტეგრაციის საკითხებზე, კონცეპტუალურ, პროგრამულ საბუთებზე.
ამ დღეებში რამდენიმე მეგობარმა მკითხა, რაში ვხედავ გამოსავალს?
პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ მთავარი ამოცანა: პოლიტიკური ველის გადახალისება. ვერავინ იტყვის, რომ ახლა მივედი ამ დასკვნამდე. თუ ვინმემ პირველმა თქვა ახალი ძალის აუცილებლობაზე, მეც ვიყავი. იხილეთ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის “რეაქცია”.
ბევრს ახალი ძალა, ან ახალი სახეები ჰგონიათ, თუ ვინმე გამოეყოფა თავის პარტიას და ახალს შექმნის. ზოგი ფიქრობს, რომ განახლება ახალგაზრდების შემოყვანაა. თუ ისევ იმ გზით წავალთ, რომ ახალ-ახალ პარტიებს დავშტამპავთ, იგივე შედეგს მივიღებთ.
ქართულ ოცნებას მივმართავ. მუდმივად ვერ იქნებით ხელისუფლებაში. საქართველოს შვილები ხართ. უნდა გადარდებდეთ ვინ მოვა თქვენს შემდეგ 2024-ში, 2028-ში ან შემდგომში. ამავე დროს, უნდა გესმოდეთ, რომ ჯანსაღ ძალებთან სჯობს ოპონირება.
ოპოზიციაც რომ ხელისუფლებაა, ბევრჯერ დავწერე ამ ორი წლის მანძილზე. სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნიბენ.
მართვადი ოპოზიციის შექმნა არაა გამოსავალი. უბრალოდ შემოიყვანეთ დისკუსიაში არასაპარლამენტო პარტიები. ეს თქვენზეა დამოკიდებული. მიეცით სივრცე მედიაში, შექმენით სადისლუსიო სივრცეები.
ბოლო ერთ წელში მოლაპარაკებების მაგიდის გაფართოებაზე მესამედ ვწერ. არშემდგარი საპარლამენტო პარტიები, რომლებიც არ ცნობენ ბოლო ორ არჩევნებს, რითი განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან, თუ პარლამენტში არ შემოდიან?
ვიმეორებ, თქვენ გარემო, სივრცე შეენით, დანარჩენი ბუნებრივად მოხდება, განვითარდება. აგრესიული ოპოზიციის ნაცვლად მივიღებთ განვითარებაზე, უკეთესი დღის წესრიგის (ოპოზიციის დანიშნულებაზეც დიდი ხანია ვწერ, ვსაუბრობ) შემოთავაზებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს.
ხელისუფლების იმედად არ უნდა იყოს საზოგადოება. ამიტომ ვისაც აქვს ქვეყნისთვის ამ ჩიხურ სიტუაციაზე ზემოქმედების სურვილი, უნდა შეიკრიბონ და თავად შექმნან სადისკუსიო პლატფორმა, რომელსაც შემდგომში მოძრაობის ფორმა მიეცემა. ოღონდ, თუ ყველა პირველობას მოისურვებს და ამბიციებს ვერ შეელევა, არაფრის მონტანი იქნება.
პირველ ეტაპზე ახალი პლატფორმის ამოცანა ოპონირება უნდა იყოს. შემდეგ კი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა.
პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით არა, მაგრამ ამ ეტაპზე, დისკუსიებში, ოპონირებაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაში სიამოვნებით ჩავერთვები.
დაახლოებით ასე მესახება ვითარების გაჯანსაღების გზები. დასაყისში მერაბ კოსტავა ვახსენე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული მოძრაობიდან შემგვრჩა მაშინდელი სულით სავსე თუნდაც რამდენიმე პოლიტიკოსი. ეჭვი არ მეპარება, რომ შემდგომი თაობის წარმომადგენლებში, ანუ უფრო ახალგაზრდებში ბევრი მოინახება, რომლებიც ასეთ მოძრაობაში ჩაერთვებიან.
პოლიტიკოსობა უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს. ვინ უნდა ასწავლოს? მათ, ვინც პოლიტიკას ჩაუყარეს საფუძველი. პოლიტიკოსობა არაა რომელიმე პარტიაში გაწევრიანება და მედიასთან კომენტარების გაკეთება. არც ოპონენტების ლანძღვა-გინება.
ცალკე და სერიოზული პრობლემაა პოლიტიკური ფანატიზმი. ამ სენის განკურნვაზე ვინმე ზრუნავს?
ბოლო ორი წლის მანძილზე ჩემს ამოცანად ვხედავდი ამ მძიმე, დაძაბული ფონის განეიტრალებას, სიცრუეების გადაფარვას და ა.შ. მაგალითისთვის მოვიყვან კრიმინალის თემას, ან ჩემი პოსტების ციკლს გაკეთებული საქმეების შესახებ.
კრიმინალმა რა თქმა უნდა მოიმატა, ოტონდ სტატისტიკურად და არა ისე, როგორ სურათსაც ხატავდნენ, როცა 8 წელია ყველა არხი საინფორმაციო გამოშვებების 30%-ს კრიმინალს უთმობდა. როცა გესმის, თუ რამდენად მავნეა ქვეყნისთვის ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა და შეეცადო გაბათილებას, შენც თანამონაწილე ხდები. გახსოვთ რამდენჯერ გამივაქვეყნე სტატისტიკა.
იგივე ეხება ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას. 150 პოსტი გამოვაქვეყნე 700-მდე საწარმოს შესახებ. ბოლო თვეებში უკვე ბევრი მედია საშუალება აშუქებს. თავად სამინიატროებიც გააქტიურდნენ ამ მიმართულებით.
კიდევ გავაშუქებ ერთ თემას ამ წერილის შემდეგ. გაგიკვირდებათ. მასშტაბები. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გააშუქებ, როგორ დაანახებ მოსახლეობას.
თუმცა, მთელი რიგი წამყვანი მედია საშუალებები ცდილობდნენ მოსახლეობაში უიმედობის ჩასახვას, დეპრესიული განწყობების გაღრმავებას. ეს ხომ მავნებლობაა?! მავნებლობის მონაწილე ვერ გავხდები.
ამ ხელისუფლების დიდ პლუსად უნდა ითქვას, რომ კონტაქტურები არიან. რეაგირებენ, როცა რაიმეს სთავაზობ. კრიტიკაზეც კი, როცა რომელიმე უწყების ხელმძღვანელს, ან მაღალჩინოსანს წერ, რომ ეს საკითხი ასე არ ვარგა, ისე სჯობს, და სთავაზობ როგორ, მადლობას გიხდიან და გეუბნებიან, რომ გაითვალისიწინებენ.
მსგავსი რამ წინა ხელისუფლებასთან წარმოუდგენელი იყო. წინა ხელისუფლება დღეს სასაუბრო თემაც აღარ უნდა იყოს. მიკვირს მათი ელემენტარულ ღირებულებებში რომ ვერ ერკვევიან. არ მოგწონს დღევანდელი ხელისუფლება, ვინ გაძალებს, მაგრამ წინას ფანატიზმიდან რომ ვერ გამოდიან, ესაა გაუგებარი.
აქ შევჩერდები. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ მთავარ პრობლემას. მაშინ როცა ხელისუფლებას არ ჰყავს ჯანსაღი ოპონენტები, უნდა შეიქმნას პლატფორმა, სივრცე, მოძრაობა (არ ვიყენებ სიტყვა პარტიას, არ მაქვს ამ ეტაპზე ინტერესი
ასევე არ ვსაუბრობ ორგანიზაციის შექმნაზე), რომელშიც გაერთიანდებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომელიც იმუშავებს ქვეყნის განვითარების საკითხებზე, მოახდენს ხელისუფლების ოპონირებას ყველა მნიშვნელივან პრობლემებზე.
ამ პროცესს ხელისუფლებამ და მედიამ ხელი უნდა შეუწყოს. თუ ქვეყანა გიყვართ, ასეა.
ეს გარემოებებია, რომელთა გამოც დღეს შიდა პოლიტიკურ თემებზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ. არათუ უაზრობაა, შეურაცხმუოფელუცაა ამ პარტიებზე და ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსზე შეფასებების გაკეთება, რისი არც განწყობა მაქვს, არც ვალდებულება.”