Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება არ განხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანელმა მოსამართლემ, ასაჟის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაყრდნობით მიიღო. კერძოდ, ასანჟის მიერ თვითდაზიანების მიყენების მცდელობასა და სუიციდურ ფიქრებს.
ვაშინგტონი დადგენილების გასაჩივრებას გეგმავს.
წყარო: itv.ge