იემენელი 7 წლის ფაიდ სამიმის წონა 7 კილოგრამამდე შემცირდა. მიზეზი გამოკვების პრობლემაა, რის წინაშეც იემენის მოსახლეობის დიდი ნაწილი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
6 წლიანი ომის შემდეგ იემენის მოსახლეობის 80%-ი ჰუმანიტარული დახმარების იმედზეა. გაეროს შეფასებით, იემენში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჰუმანიტარული კრიზისია.
წყარო: report.ge