გალის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
სოფლების მიმდებარედ ტყის მასივები ამ დრომდე იწვის.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სახანძრო სამსახურის უფროსის ემირ ზუხბაიას განცხადებით, ხანძარია სოფლებში: ზემო ბარღები, სიდა, რეფი და სობჩაი.
ზემო ბარღებში კი ცეცხლი დასახლებებს მიუახლოვდა და რამდენიმე სახლი დაიწვა.
ადგილზე სახანძო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარებოდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ქვედა ზონის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის ფართობი და მაშტაბები ჯერ არ არის ცნობილი.
წყარო: ptn.ge