მერკელი ლოკდაუნის გახანგრძლივების საკითხს რეგიონების ხელმძღვანელებთან განიხილავს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნის გახანგრძლივების საკითხს რეგიონების ხელმძღვანელებთან განიხილავს.

ამჟამინდელი ლოკდაუნის ვადა, რომელიც 16 დეკემბერს ამოქმედდა, 10 იანვარს იწურება. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსიტუაცია უკიდურესად რთულია.

„ამ ეტაპზე ასევე რთულია პანდემიის ზუსტი სურათის მოპოვება, რადგან უცნობია, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სიტუაციაზე სადღესასწაულო მოგზაურობებმა და შეხვედრებმა“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ანგელა მერკელი რეგიონების ლიდერებთან ასევე განიხილავს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასა და სკოლების გახსნას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 787 410 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 35 518 ადამიანი გარდაიცვალა.

 

“იმედინიუსი”