პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში გაიმართება, შემდეგ კი, პლენარულ სესიაზე გავა.

არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. მისივე თქმით, კანონპროექტის მიღებისას ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

 

“ინტერპრესნიუსი”