პორტუგალიელი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის წარმოების კორონავირუსის ვაქცინა მიიღო, გარდაიცვალა.
41 წლის სონია ასევედო კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღებიდან 48 საათში მოულოდნელად დაიღუპა. ორი შვილის დედას, რომელიც პორტოს ონკოლოგიის ინსტიტუტში პედიატრად მუშაობდა, არ აღენიშნებოდა რაიმე თანმხლები დაავადება და არც ვაქცინის მიღების შემდეგ უგრძვნია ე.წ „გვერდითი ეფექტები“. ამის შესახებ წერს Dailymail-ი.
ოჯახის წევრთა თქმით, ასევედოს ვაქცინის მიღების შემდეგ არანაირი სიმპტომი არ ჰქონია.
„მას გაუკეთეს კოვიდ 19-ის ვაქცინა, თუმცა არანაირი სიმპტომი მას არ ჰქონია. არ ვიცი რა მოხდა. მე პასუხები მჭირდება. მინდა გავიგო, რამ გამოიწვია ჩემი ქალიშვილის გარდაცვალება“ – განუცხადა ჟურნალისტებს სონიას მამამ. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზის დასადგენად ასევედოს სხეულს აუტოფსია ჩაუტარდება.
პორტუგალიაში სულ 431 623 ადამიანია ინფიცირებული კოვიდ 19-ით, რომელთაგან 7196-მა სიცოცხლე ფატალურად დაასრულა, ხოლო 344 000-მა უკვე დაძლია ვირუსი.
“ალია”