ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 45 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი გვიან ღამით ხის სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა.
მფლობელების თქმით, ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც მუშაობა დასრულებული ჰქონდათ, ამიტომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დაიწვა ძვირადღირებული დანადგარები და მასალა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცხრა ჯგუფი იყო მობილიზებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველების დროული რეაგირების შედეგად საამქროს ნაწილში ცეცხლი არ გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულია. ხანძარი ლიკვიდირებულია.
“რუსთავი2”