რუსი სამართალდამცავები მაგალითს გვაძლევენ – ბავშვების ფსიქიკას იცავენ; მივბაძავთ-კი?!

რუსეთში პროკურატურა ე. წ. ანიმეების – „ნარუტოსა“ და „სიკვდილის დღიურის“ აკრძალვას ითხოვს – ამ ინფორმაციას დიდი წუხილით ავრცელებს ანტიეკლესიური, ქართულენოვანი სოროსული სააგენტო “ნეტგაზეთი-ბათუმელები”.

საქმე ეხება სანკტ-პეტერბურგის სასამართლოში შესულ ერთ-ერთ საქმეს, რომელიც რამდენიმე ანიმაციას მოიცავს და ქალაქის სასამართლოს პრესსამსახურის სამართლიანი მოსაზრების თანახმად, ბავშვების ცნობიერებას ზიანს აყენებს.

„თითოეულ სერიაში ჩანს სისასტიკე, მკვლელობა, ძალადობა. „სასიკვდილო დღიური“ კი ანიმაციაა იმაზე, რომ ღმერთს მოსწყინდა“,- ნათქვამია სასამართლოების მიერ 18 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ რამდენიმე ასეთი ადმინისტრაციული სარჩელი მიიღო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე იკრძალება, თუმცა სხვა დეტალებზე და მიზეზებზე საუბარი არ არის.

ამავე სიაში მოხვდა პერვერსიების ბუკეტად ქცეული, ვინმე MORGENSHTERN-ის  ე. წ. სიმღერა – „მე შევჭამე ბაბუაჩემი“.

გაერთიანებულ სასამართლოთა განცხადების შემდეგ, ამავე უწყებამ Mediazona-ს დაუდასტურა, რომ პროკურატურამ  მოითხოვა ძალადობის სცენებით სავსე „ნარუტოს“ აკრძალვაც.

„ნარუტო“ და „სიკვდილის დღიური“ ანიმეთა მოყვარულებს შორის  პოპულარობით სარგებლობს. „ნარუტოს“ 220 ეპიზოდი აქვს, რომელშიც ახალგაზრდა მებრძოლის – ნარუტო უზუმაკის თავგადასავალია ნაჩვენები. სცენები შეიცავს პერვერსიულობისა და ძალადობის ნიშნებს, რაც ბავშვების ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთ თემებზე არავინ ფიქრობს და ბავშვებიც ფეხებზე ჰკიდიათ. რა გასაკვირია, ნაც-ქოცები და სხვა ტინგიცები პარლამენტში ადგილებს იყოფენ და “არ სცალიათ”. არც ერთი მათგანი ამ საკითხს დღის წესრიგში არ დასვამს, რუსეთისგან განსხვავებით. გაგვიხარდება, თუკი ჩვენ ვცდებით!