პოლიტეკონომიაში, არის ასეთი ტერმინი, – სახმარი ღირებულება. სწორედ რომ, – სახმარ ღირებულებადაა ქცეული დღეს – საქართველო, და ქართველი ხალხი, არსებული, – 2021 წლის, 1 იანვრის მდგომარეობიდან გამომდინარე, – ,,F R S“ ის მიმართ – 19.700.000.000 $ – ის ვალის აღიარებით….
ეგრეთწოდებულ – ,,დამოუკიდებელ საქართველოს“, 30 წლიანი საექსპერიმენტო პერიოდის მანძილზე, – მონაცვლე ხელისუფლებებს, გამუდმებით პირზე აკერიათ – ინვესტიცია; ანუ უცხოელ დამპყრობელ კაპიტალისტების მიერ, – ქართული მიწა – წყალის გადაყლაპისთვის, უნდა იქნეს გადმოგდებული სამოწყალოდ, ვთქვათ – 10 $ – ი, და სანაცვლოდ, მისმა გადმომგდებმა, ქართველ ხალხს, უნდა წაართვას – 1000 $ – ი. ამით, ხელისუფლების ხანგძლივობასაც შეუწყოს ხელი, და ხელისუფლებამაც მიიღოს, გემრიელი მსუქანი წილიც, ამავდროულად, – ბევრი გამოშტერებულიც დაარწმუნონ, – ინვესტიციის სიდიადესა, და აუცილებლობაში.
ისე, ხომ არ არის უკვე დრო რომ, ავდგეთ და ოფიციალურად გამოვუცხადოთ მთელ დანარჩენ მსოფლიოს რომ: ჩვენ ვართ, ერთი – უუნარო, არაფრის მცოდნე და მქონე ერი, არაფერი არ გამოგვიცდია, არაფერი არ გვეხელეწიფება, არაფერი არ შეგვიქმნია, ვერაფერს ვეღარც ვისწავლით, ვართ ასევე – გონებაშეზღუდულნი, არც არანაირი ისტორიული გამოცდილება არ გაგვაჩნია, – არანაირი კუთხით, არც გამორჩეული პიროვნება გვყოლია ვინმე, რომელსაც ჭკუას შევეკითხებოდით, და ყოველივე აქედან გამომდინარე, თუ მოწყალებას არ გაიღებთ ჩვენზე, – თქვენი ინვესტიციებით, და რა თქმა უნდა, – გამორჩეულად ჯეროვანი საფასურის წაგლეჯვით, ჩვენ – მოვისპობით ფიზიკურად, და სანამ ეს არ დაგვმართვნია, თუ შეიძლება, ქართველი ხალხის უმორჩილესი მუდარაა, – ჰაერიანად გვიყიდეთო, – არ გაწყობთ ხალხო?; არ გირჩევნიათ ვიცოდეთ, როდის ამოვისუნთქოთ, – ღრმა ამოსუნთქვის გარეშე, რა თქმა უნდა, რადგან ეგეც შესაკითხი იქნება, უცხოელი ინვესტორების, ელჩებისა, და გამყიდეველი, და სულიერად გახრწნილი ხელისუფლების მიმართ; თორემ, შემთხვევით რომ დაღლილზე, ღრმად ამოვისუნთქოთ, ვაითუ – ევროკავშირმა, ან ოკიანისგდაღმელმა მბრძანებლებმა, შარი რომ მოგვდონ?, ესეც გასათვალისწინებელი გვექნება უცილობელ…. ილიას გულისწუხილი გამახსენდება ხოლმე. რა თემას არ შეხებია, მისი სიბრძნე და შეფასება, და ამ საახალწლოდ, მაინც მისი ნათქვამი გამახსენდა – ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთო“…. 263 – ი წლის წინ კი, ახალი წლის ღამე არ თენდებოდა მაგრამ, აღდგომა დილა კი გათენებულიყო; ხოდა ქუთაისის სასახლეში, ერთმა თურქმა იანიჩარმა, შეალაჯა თურმე. მასპინძელივით შეაუთვალიერებია იქაურობა. სახსნილოსთვის გამზადებულ – შემწვარ -შეკაზმულ ცხვარს, ბარკალი აახლიჩა, და ველური თურქმანული ჭამა – თქლაფუნით, გზა გაუგრძელებია. ბოღმით გულდამწვარმა ქართველებმა, ვერაფერი გაუბედეს თურქს, და ვიდრე მზარეული ახალ ცხვარს გაატყავებდა, და მოამზადებდა, მეფეს – სუფრის კურთხევა, და სტუმართა მიღება შეგვიანებია. შეგვიანების მიზეზი უკითხია, – სოლომონ 1 – ლს. ძლივს გაუმხილეს თურქის საქციელი. ღმერთმა მეორე აღდგომა ნუ გამითენოს, თუ ეგ უჯიშოები, იმერეთიდან არ გადავაშენოო. არადა სინამდვილეში, ხრესილის ბრძოლა, იმ უჯიშო თურქის საქციელს მოყვა. 22 წლის სოლომონი, 1757 წლის 14 დეკემბერს, 11.000 – ი ქართველით, დაუპირისპირდა 40.000 – ს თურქს. თურქობას სამი სარდალი მოუძღოდათ; – გოლა ფაშა, ქეჰაია ფაშა, და ბაშ – აღა. მოღალატეებად კი, მათ მოყვებოდნენ; – სოლომონის პაპა – ლევან აბაშიძე, და თავადი – წულუკიძე. წყალწითელას ხეობაში დაბანაკებულან მაშინ, თურქები. ცუცხვათის ციხიდანაც, – ალი – ბეგ ფაშა მიემატა მათ. ასევე, 4000 – ი მოღალატე ქართველების ჯარიც მისვლიათ დასახმარებლად. მაგრამ, – იმედი, ასწილად სჭარბობდა სასოწარკვეთას. რიცხვის სიმრავლით მაგრობდა თურქობა. სოლომონს, თურქულად დაუძახია ბრძოლის დროს: ,,ალი – ბეგ ფაშას ვიწვევ, – საომარ დავლურშიო“. იმას კიდე, შორიდან შუბი უსვრია. ფარის აფარება მოუსწრია სოლომონს. მერე თავიც გააგდებინა. მთელი უბედურება ის იყო რომ, მეთაურის გარეშე დარჩენილ, დამფრთხალ თურქობას, სწორედ ლევან აბაშიძე ჩაუდგა მეთაურად, და შეაჩერა გაქცეულები. სამურზაყანოელი ძმაკაცი მოუკლა, – ლევან აბასიძემ – სოლომონს, – ხუტუნია შერვაშიძე. მაგრამ იმავდროულად, ქართველი გლეხის – გეგელა თევდორაძის ნასროლმა თოფმა, უნაგირზევე მიაკლა, მოღალატე აბაშიძე. იმერეთის ისტორიაში, ყველაზე დიდი, და სახელოვანი ომიც ასე ჩამთავრებულა. 12.000 – ი თურქი გაწყდა მაშინ, და 15.000 – ი ტყვედ ჩავარდა. გამყიდველი პაპის ცხედარი მოიკითხა, – სოლომონმა. ,,ვინ მოკლაო“ – უკითხია. სიმართლე სად დაიმალებოდა და გეგელა თევდორაძეს, პირდაპირ უთქვია – ,,მე მოვკალი, ქვეყნის მტერი და ორგულიო“. მერე, – აზნაურობა მიუცია თევდორაძისთვის სოლომონს. ქუთაისის ციხეღა რჩებოდა მტრის ხელში. მაგრამ ერთ ბერს, გვარად – ლორთქიფანიძეს, ის ციხე ალყაში მოემწყვდია. სოლომონიც იქ მისულა. ორი კვირა კიდევ მაგრობდა თურმე, შიმშილისგან გადარეული თურქობა – კიკიან ფაშას სარდლობით. ის – კიკიან ფაშაც, ქართველი იყო, ბედუკუღმართობით გათურქებული, და ქართველთა მოსისხლედ გადაქცეული. 1758 წელს კი, იმერეთი, ფაქტიურად გაწმენდილა – ,,მრავალსაუკუნოვანი ძმებისგან“. არ არის დრო, იმ ძველი წინაპრების ნამოქმედარი, დღესაც გავიმეოროთ – დღევანდელმა, ალბათ ჯერ კიდევ შემორჩენილმა, – უღალატო ქართველობამ?….
სოციალურ ქსელში გავრცელებული გზავნილი