დღეს საშობაო მსახურებას ილია მეორე აღასრულებს

6 იანვარს, 23:00 საათზე, საშობაო მსახურება დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება. არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

“რეზონანსი”