„იცით, სინამდვილეში რამდენია ინფიცირებული ახალი შტამით საქართველოში ან რამდენი გარდაიცვალა? სად აქვთ ტვინი?“

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვისას ამბობს:

„საქართველოში აღმოაჩინეს ახალი შტამით ინფიცირებული 1 ადამიანი. ჩვენ ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს ჩამოყალიბებული, ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით რამდენი ადამიანია ინფიცირებული ახალი შტამით საქართველოში – ესაა რეალური. არ ვიცით კოვიდით რამდენია ინფიცირებული, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, კიდევ ერთხელ გეტყვით, არც ეს ვიცით.

როცა გვქონდა შეხვედრა, სადაც პრემიერიც იყო, ვიკითხე, როგორი იყო სიკვდილობის მაჩვენებელი ქვეყანაში და უხეში პასუხი მივიღე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან…

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცითო და თქვენ რომ იცით, მოსახლეობასაც უთხარით. ბევრი რაღაცა იცით, მაგრამ იმდენი ჩავარდნები გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა… გასაგებია, რომ მაგრები ხართ, გავლენები გაქვთ, ცნობილები ხართ, მესმის, მაგრამ ქვეყანამ როცა გადალახა რაღაცა საზღვარი… როცა შენ საქმეს არ აკეთებ და თეორიებით მელაპარაკები, იქნებ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და მოსახლეობას გაუტაროთ სწორი საინფორმაციო პოლიტიკა. სწორი საინფორმაციო კამპანია საერთოდ არ არსებობს. პირბადეები დოლბანდითო, რომ თქვეს, კარგად გვახსოვს – დოლბანდი როგორ შეიძლებოდა საავადმყოფოში, ხალხო? 50-იან წლებში დოლბანდით ვმუშაობდითო… შეიტანეს დოლბანდი საავადმყოფოებში და იმიტომ არის სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებული, ვისი ბრალია ეს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის. და მესევიან ახლა ლანძღვით, კი, ბატონო, რაც გინდათ, თქვით.

ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩუმად ვიყავი, იქეიფეთ… რა იყო ეს ერთკვირიანი გახსნა? ვითომ კარგი ქნეს? მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გავწვებოდი და ვიყვირებდი, რომ არ შეიძლება გახსნა, მაგრამ პოლიტიკოსები არიან… როცა ექიმი ხარ, ფიცი გაქვს მიცემული, სიმართლე უნდა თქვა და მტერიც რომ მოვიდეს, შენი დედის მკვლელიც რომ მოვიდეს საოპერაციოში საუკეთესო ოპერაცია უნდა გააკეთო. არ გაქვს მისი განსჯის უფლება. ეს არის განსხვავება ექიმს და არაექიმს შორის. ადამიანებს დაავიწყდათ რა არის ექიმობა. ასეთ დროს ფული კეთება არის დანაშაული.

ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი შტამი, რომელიც არის კატასტროფულად ვერაგი და ამბობენ, გამოჯანმრთელდა ახალი შტამით ინფიცირებული და ყველაფერი კარგადააო… შემოვიდა, ხო? გეკითხებით, საიდან შემოვიდა? შენ თუ ფულიანი ხარ, გავლენები გაქვს, კარანტინი არ გეხება? მოდი, სიმართლე ვთქვათ, კარანტინი არ გეხება, გადახვალ საზღვარზე და გადმოხვალ… შეკითხვა მაქვს, ეს ვირუსი სვანეთიდან ჩამოვიდა, თუ კახეთიდან? ანუ, საზღვრები დაკეტილი არ არის? ყველა ქვეყანამ დაკეტა და ჩვენთან ვითომ დაკეტილია? სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი – იქ საშინელება ხდება, ჩვენ ვართ აფეთქების შუაგულში…. შემოდის ტრაილერი თურქეთიდან, ან რუსეთიდან, დალუქე, მიდი, კარი, რომ გარეთ ვერ გამოვიდეს მძღოლი, ჩავთვალოთ კაბინა არის მისი საკარანტინე ზონა და ყოველ 50 კილომეტრში გააკეთე ჩაკეტილი ზონა, რომ ისარგებლოს საპირფარეშოთი, მორჩა და გათავდა, რა უნდა მაგის გაკეთებას? რატომ არ აკეთებენ? იმიტომ, რომ საზღვარზე აკეთებენ რაღაცა ტესტებს. ამ პისიარ ტესტებიდან მხოლოდ 60 პროცენტის შემთხვევაში შეიძლება იყოს სწორი პასუხი, ხომ ვიცით ეგ უკვე? და სწრაფი ტესტები საერთოდ 50/50-ზეა. ვინც არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, ჩაკეტეთ 2 კვირა – არა გაქვს ცარიელი სასტუმროები? აკეთებ სასტუმროებშიც ფულს? – კი, ბატონო, ხომ არაფერს გეუბნებით, გააკეთე. ჩაკეტე სასტუმროში. ავსტრალიაში ყველა იყო 14 დღიან კარანტინში, ვინც ქვეყანაში შედიოდა და მაინც გაეპარათ…

გახსოვთ, მე რომ ვამბობდი, რომ კარანტინი უნდა იყოს 14+10 დღე, ატყდა პანიკა, გამლანძღეს, გამასწორეს მიწასთან, გიჟიაო… ვირუსი არის ვერაგი, შეიძლება 14 დღე იყო ადამიანი გამავრცელებელი და შეიძლება 3 თვე ავრცელებდეს ვირუსს, ძალიან ცოტაა ასეთის პროცენტობა, მაგრამ ხომ საშიშია? ვირუსი იწყება 1 ადამიანით, პატარა ქვეყანა ვართ, გავუფრთხილდეთ… ამას ყველაფერს უნდა ტვინი, ტვინი სად არის… ჟელატინია…“ – განაცხადა ფხაკაძემ.

 

“რეზონანსი”