Moderna-ს ვაქცინა ადამიანის დნმ-ის მუტაციას იწვევს- ამერიკელმა ფარმაცევტმა  ვაქცინის 57 ამპულა გაანადგურა

აშშ-ის ვისკონსინის შტატში ერთ-ერთმა ფარმაცევტმა კომპანია Moderna-ს ვაქცინის 57 ამპულა გაანადგურა. როგორც ფარმაცევტმა განაცხადა, ეს ვაქცინა ადამიანის დნმ-ს მუტაციას იწვევს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ფარმაცევტის სახელია სტივენ ბრანდენბურგი. ის პოლიციამ დააკავა. ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ფარმაცევტის ცხოვრებაში ამჟამად რთული პერიოდია, ვინაიდან ის ცოლს გაეყარა და ამან მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრანდენბურგი ე.წ. შეთქმულების თეორიის მომხრეა და საკუთრი აღიარებით, მან ვაქცინა განზრახ გაანადგურა.