„პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. პრევენციული ღონისძიებები კვლავ ეფექტურად მოქმედებს“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ინფიცირებულის თანამესაკნე იზოლაციაშია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
„პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ინტენსიური PCR ტესტირება. ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან. გეგმაზომიერად მივყვებით. პირველ რიგში ამას დაექვემდებარა არასრლუწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ იყო ქალთა დაწესებულება, სადაც 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა იზოლირებულია და მათი თანამესაკნეებიც არიან იზოლირებულები. არავითარი საფუძველი იმ აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის არ არსებობს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ ადამიანების ოჯახის წევრების წინაშე. შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
წყარო: report.ge