ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე

ნუ ვინერვიულებთ, ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა კორონავირუსის ვაქცინა ბრძოლისუნარიანი მუტირებული ნაირსახეობის მიმართ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ინგლისელებს და ბრიტანელებს არ აქვთ შიში, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ იმოქმედებს მუტირებულ ნაირსახეობაზე, შესაბამისად, მოუწოდებს მოსახლეობას, არ ინერვიულონ.

„პრაქტიკულად, ლონდონში და სამხრეთ ინგლისში უკვე მთლიანად ჩაანაცვლა ამ ახალმა ნაირსახეობამ ძველი ნაირსახეობა. ინგლისელებს და ბრიტანელებს არ აქვთ ეს შიში, რომ ვაქცინა არ იმოქმედებს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთმა ვაქცინაცია დაიწყო. ასე რომ, ჩვენ ნუ ვინერვიულებთ, სანამ დაიწყება ვაქცინაცია, კარგად გაირკვევა. ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე“, – განაცხადა იმნაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”