დღეს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება.
შწეზშეზღუშეზზ
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებული იყო 31 დეკემბერსაც, როცა შეზღუდვა მხოლოდ ერთ, ახალი წლის ღამეს იყო მოხსნილი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში შევა.
მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.
წყარო: newposts.ge