სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ

კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი გაერთიანებულ სამეფოში დადასტურებიდან 4 თვეში საქართველოშიც გამოვლინდა.

სპეციალისტების თქმით, ვირუსის შეცვლილი ფორმა 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. მათივე ვარაუდით, აპრილის დასაწყისში ვირუსის ძველ ვარიანტს, სტატისტიკურად, ახალი ფორმა გადაფარავს.

სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სისტემამ თავდაცვა გააძლიეროს და ზაფხულამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული სადიაგნოსტიკო საშუალებების და საწოლფონდის მობილიზებისა და მეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ვითარება საგანგაშო არ არის და არც რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.

არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, საქართველოშიც გაორმაგდეს ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები, ამ კითხვაზე სპეციალისტებს დადასტურებული პასუხი არ აქვთ.

 

“რუსთავი2”