თუ რესტორნები 15 იანვრიდან არ გაიხსნა, თებერვალში მხოლოდ 10% შეძლებს მუშაობის განახლებას – შოთა ბურჯანაძე
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუკი რესტორნების მუშაობა 15 იანვარს არ დაიწყო, თებერვლის დასაწყისში ძალიან ცოტა დაწესებულება შეძლებს გახსნას.
“იანვრის შუა რიცხვებიდან თუ არ გაიხსნა რესტორნები, თუ დღეს ველოდებით თებერვლის პირველ რიცხვებში 50%-ის გახსნას, გაიხსნება 10%, თუ ეს რესტორნების გახსნა არ მოხდა 15 იანვარს. იქიდან გამომდინარე, რომ დაგროვილია ბევრი ვალები, 10%-ზე მეტი უბრალოდ ვერ შეძლებს გახსნას” – განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო: newposts.ge