ცეცხლი დასავლეთ საქართველოს ტყეებს ანადგურებს

დასავლეთ საქართველოში ხანძართან ბრძოლა გრძელდება. წალენჯიხის ტყეებში ჯერ კიდევ რჩება ალის კერები.

ბოლო დღეებში მეხანძრეებმა სამეგრელოში ტყის ხანძრების 80 კერა ჩააქრეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის მიზეზი სამეურნეო სამუშაოები და დაუდევრობა გახდა.

ცეცხლმა ძირითადად დააზიანა პატარა ბუჩქები და ხეები. გამწვანება განადგურდა დაახლოებით 30 ჰექტარზე. დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის. არ არიან დაშავებულები.

“სპუტნიკი”