WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაქცინების სამართლიანი განაწილებაა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„მოვუწოდებ ყველა მთავრობას, ითანამშრომლონ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა გებრეიესუსმა.
წყარო: itv.ge