არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენთან

არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ჯორჯ ბუშ უმცროსი.

არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ამის შესახებ ჯორჯ ბუშ უმცროსმა განაცხადა.

“ეს ამაზრზენი და გულდასაწყვეტი სანახავია. არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევით, რაც არჩევნების შემდეგ ხდება და იმ უპატივცემლობით, რომელიც ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართაა გამოხატული. ძალადობრივი თავდასხმა კაპიტოლიუმზე და კონგრესის სხდომის ჩაშლა განახორციელეს, რომელთა ვნებებს ცეცხლი შეუნთო ტყუილებმა და ცრუ იმედებმა. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქისთვის ფუნდამენტურია კანონის უზენაესობის პატივისცემა. ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკაა” – განაცხადა ბუშმა.

წყარო: report.ge