ბათუმში ალილო მრევლის გარეშე ჩატარდა.
მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები მონაწილეობდნენ. მათ ხატებითა და გალობით მოიარეს ზღვისპირაქალაქი და აკურთხეს ქუჩები. მრევლმა კი ნობათი ტაძარში მიიტანა.
შეგროვებული საჩუქრები ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაეცემათ.
„განწყობა რა თქმა უნდა ისევ ამაღლებულია. ვულოცავ მრევლს ქრისტეშობას. პანდემიის გამო მრევლი არ მონაწილეობს ალილოს მსვლელობაში, მაგრამ ყველას შეუძლია შესაწირი მიიტანოს ტაძარში, საიდანაც საღამოს ის მოხუცებულებსა და მიუსაფრებს გადაეცემათ“, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა
“იმედინიუსი”