გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას ჩვენთან, რაც „პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
“გადაჭრით გეტყვით, გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას ჩვენთან, რაც „პატრიოტთა ალიანსში” მოხდა. ჩვენ როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებდით, ბლოკის საბჭოსთან იყო შეხვედრა, პოლიტიკური სუბიექტები იგივე აზრზე არიან, რომ ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ საქართველოს მოქალაქის დაკვეთა” – განაცხადა კირკიტაძემ.
წყარო: itv.ge