კონგრესის მიერ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.
მისივე მტკიცებით, არჩევნები გაყალბებულია.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მხოლოდ კანონიერი ხმები ჩაითვალოს. თუმცაღა ეს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს წარმოადგენს, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ბრძოლისთვის, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ” – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
წყარო: itv.ge