პოლიტიკოსი, გიგლა ბარამიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დიდი გულით და კეთილი სურვილებით, სიყვარულით შობას გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო
P.S. ასევე, როგორც ვიაზრებ, უახლოეს პერიოდში (დღეებში), კარდინალური ცვლილებები უნდა მოხდეს ჩვენ ” დანიის სამეფოში” ( სახელად საქართველო)… დაველოდოთ, ვიხალისოთ, ვიმოქმედოთ…”
“ალია” დაუკავშირდა ბატონ გიგლას კითხვით, კონკრეტულად რა სიახლეს უნდა ველოდოთ. მან მცირე განმარტება გააკეთა:
-ჩემი ანალიზით, სერიოზული ცვლილებები იქნება პოლიტიკური მიმართულებით, იმდენად, რომ პოლიტიკური ამინდიც შეიძლება შეიცვალოს.
-ივანიშვილს ეხება?
-ამ ეტაპზე მეტს ვერ დავამატებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები და დანარჩენს მიხვდებით.