ვაშინგტონში არეულობის დროს მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია. ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ქალაქ სან-დიეგოს მკვიდრი ეშლი ბებიტია. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.
ეშლი ბებიტის მეუღლის განცხადებით, ის შეიარაღებულ ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.