,,Живите долго, отец народов“ – ო. ანუ, როგორ ,,ანადგურებდა და სპობდა“ სტალინი, ყოველგვარ ქართულს, თავისი ისტორიული წარსულითა, და მნიშვნელობით.
ამ ქართული განძის შესახებაც, დღეს ბევრმა ქართველმა, არაფერი იცის, და ეს საგანძურიც, არაფრით ჩამოუვარდება, – გენერალ დეგოლისთვის, – სტალინის მიერ წართმეულ, – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და დაბრუნებულ ქართულ განძს, რომელსაც, მაშინდელმა – ,,დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს“, – მძარცველმა ნეშომპალებმა, თითქმის მუსრი გაავლეს, – უზრუნველი ცხოვრების მყუდროებისთვის, და რომელსაც, – ექვთიმე თაყაიშვილმა, ქართულ გადარჩენილ წარსულს, მყრალ ევროპაში უდარაჯა. რეალურად, ამ ნაბიჯით, სტალინმა – ქართული განძი, რუსულ მიწაზე, – ებრაული ფაშიზმის სულისჩამდგმელთ, – ტროცკისა და მის აფთრებს, პირიდან გამოსტაცა…. უშუალოდ, – სტალინის პირდაპირი დავალებით, 1922 – ი წლის 20 ივნისს, რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა, სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, მეფის მთავრობის მიერ, სხვადასხვა დროს გატაცებული, რუსეთის საცავებში დაცული, სამუზეუმო ძვირფასეულობა, და საარქივო კოლექციები, – საქართველოს უნდა დაბრუნებოდა. ყველაფერი კი, ასე დაწყებულა. „მეფის მიტაცებული ხელისუფლება, ავიწროებდა საქართველოს, ითვისებდა და იტაცებდა, – ქართველი ერის კულტურულ საგანძურს. ისტორიულმა სამართლიანობამ, ეს უნდა გამოასწოროს. ამით, ჭეშმარიტი – რუსი, და ქართველი ხალხის მეგობრობა, – მხოლოდ განმტკიცდებაო“ – ოფიციალურად განუცხადებია სტალინს, და განათლების, იმდროინდელი სახალხო კომისრის მოადგილისთვის, ცნობილი ისტორიკოსისთვის, პროფესორ – პოკროვსკისთვის, – სპეციალური მითითებებიც დაუკისრებია. საგანგებო კომისია შექმნილა, – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა, და ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით. ამის ორგანიზება კი, რუსეთში, – საქართველოს მაშინდელ წარმომადგენელს, – დამიანე ჯგუშიას დავალებია. საქართველოს მხრიდან შეკრებილან: შალვა ამირანაშვილი, საგანგებო რწმუნებულად – ვუკოლ ბერიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, პავლე ინგოროყვა, და სარგის კაკაბაძე. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან: ნიკო მარი, მისი შვილი – იური მარი, აკადემიკოსები – ოლდენბურგი, ბარტოლდი, და ბენედიქტოვი. ( არცერთი იყო რუსი, – მარისა და მისი შვილის გარდა, რადგან ისინი, სტალინის მიერ, კომისიაში განზრახ იყვნენ შეგზავნილნი…. დანარჩენები, გადაჯიშებული, გერმანელი – ებრაულნარევი შოვინისტები იყვნენ ) 1922 წლის 29 აგვისტოს, კომისიის წევრების სერიოზული, სამეცნიერო კამათი, კონფრონტაციაში და მართლაც რომ გასაკვირია, ფიზიკურ შეხლასა, და ხელისკვრებშიც კი გადაზდილა. შოვინისტური ვირუსით დაავადებულ, – კეთროვან მხარეს, მხოლოდ – უსუსური, თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავდა. ქართული მხარე კი, მოწოდების უმაღლეს დონეზე აღმოჩენილა. ბოლოს, ქართველებმა მაინც თავისი გაიტანეს. კომისიამ, მიიღო დადგენილება: „ქართული წარმოშობის ყველა რეგალია, და სიძველე, – ქართული მხარის უზუსტესი დასაბუთების საფუძველზე, გადაეცეს – საქართველოს რესპუბლიკასო“. ნიკო მარმა და მისმა შვილმა, – ქართული ხელნაწერების სია შეადგინეს, და ის ფარულად, – ქართულ მხარეს მიაწოდეს, რისთვისაც, ზეადამიანური შრომა გასწიეს. თითქმის, მთელი თვის განმავლობაში არ უძინიათ, და მათი შეუფასებელი ღვაწლის წყალობით, – ლენინგრადის აზიური მუზეუმიდან, ქართული წარსულის კოლექციამ, საქართველოს მიწა – წყალზე გადმოინაცვლა. ის ამჟამად კი, – კორნელი კეკელიძის სახელობის, ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებშია დაცული. თუმცა, ქართული კომისიის წევრებს, ხელოვნურ დაბრკოლებებს მაინც უქმნიდნენ, რომ – განძის ნაწილი მაინც, – შეენარჩუნებინათ. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ეგრეთ წოდებულ, – „ბოტკინის კოლექციიდან“, ქართული საგანძურის დაბრუნებას. შალვა ამირანაშვილმა, დაადგინა რომ, ის – საბჭოთა კავშირის ძვირფასეულობათა, – სახელმწიფო საცავში იყო დაცული. საცავის დირექტორს კი, იგი – ცივი უარით გაუსტუმრებია. ,,5 – ი წლის შემდეგ მობრძანდით, და შევძლებ გითხრათ, აღნიშნული კოლექცია ჩვენთან არის თუ არაო“. მოწინააღმდეგენი, ვერ ელეოდნენ – ფასდაუდებელ ქართულ სიმდიდრეებს. მაგრამ ისინი, სტალინის მითითებას, და უკვე, ქართული მხარის მხრიდან, – მყარად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს, ვერ შეცვლიდნენ. თუმცა, მაინც უშუალოდ ისევ, – სტალინის დახმარება გამხდარა საჭირო. იმდენი იტრიალა ამირანაშვილმა, კრემლის ტერიტორიაზე, რომ 1923 – ი წლის 12 აპრილს, ,,შემთხვევით“ შეხვედრია სტალინს. სტალინს უკითხია, თუ როგორ მიმდინარეობდა, კოლექციების მიღების საქმე. ამირანაშვილს ვერ წარმოედგინა, რომ ათასი პრობლემის წინაშე მდგარი სტალინი, ამას ეტყოდა. მეცნიერს დელიკატურობა არ დაურღვევია. სტალინს მადლობა გადაუხადა, მაგრამ არ მოერიდა, და დაბრკოლებების შესახებაც უამბო, რაც – ,,ბოტკინის კოლექციებიდან“, – ქართული საგანძურის დაბრუნებას ეხებოდა. სტალინს უბის წიგნაკი ამოუღია, ტელეფონის ნომერი ჩაუწერია, და ფურცელი, – ამირანაშვილისთვის გადაუცია. უთქვია: ,,ხვალ დილით, 10 – თ საათზე დამირეკეთ, და საქმის ვითარება მაცნობეთო“. როგორც თავად იგონებდა შემდგომ, მას სიხარულისგან, ცრემლები მოსდგომია, სტალინისთვის დაუფარავს, მაგრამ საუბრის შემდეგ რომ გასცლია, სიხარულისგან გულამოსკვნილი ატირებულა. მთელი ღამე არ სძინებია. დილით კი სამუშაო დღე დაწყებულიც არ ყოფილა, რომ საცავის დირექტორის კარს მიდგომია. აბეზარი მთხოვნელის დანახვისთანავე, დირექტორს კვლავ უთქვია: ,,ყმაწვილო, დროს ნუ კარგავთ, გიმეორებთ, რომ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მხოლოდ 5 – ი წლის შემდეგ გაირკვევაო“. ამირანაშვილს, ტელეფონით სარგებლობის უფლება უთხოვია. სტალინს დაურეკა, ქართულად ესაუბრა, და საქმის ვითარება შეატყობინა. სტალინმა, – ,,15 – ი წუთი მადროვეო“, და ამ დროის განმავლობაში კი, ის საგანძურის დირექტორს, სხვა ტელეფონით დაუკავშირდა, და სასწრაფო განკარგულებაც გააცემინა. ამას, შედეგად ის მოყოლია რომ: ქართული კამიებისა, და მინანქრების კოლექცია, – გელათიდან გატაცებული, ღვთისმშობლის, – ალექსანდრიტითა და ლალის თვლებით მორთული ხატი, ასევე, შემოქმედის ტაძრების ძვირფასი 30 ხატი, დავით კურაპალატის ოქროს ჯვრები, ერეკლე 2 – ის დროინდელი, ლითონის დნობის ტექნოლოგიის რეცეპტი, და მრავალი სხვა ფასდაუდებელი ქართული სიძველეები, დღეს საქართველოს საკუთრებაა…. ბენედიქტოვი კი, ერთ – ერთი იმათთაგანი იყო, ვინც კბილებით იცავდა პოზიციას, – რომ საგანძური რუსეთიდან არ გაეტანათ, და ამისთვის ,,სერიოზული არგუმენტებიც“ ჰქონია, – ქართველები საგანძურს ვერ მოუვლიანო. ის, წინა დღის იუბილარიც ყოფილა, 50 – ი შესრულებოდა. მეორე დილით, ტელეფონით სტალინთან კრემლში, გამოუძახიათ. ნაქეიფარ მეცნიერს, მისვლაზე დიდი ბოდიშის მოხდით, უარი უთქვია, რაც ჯანმრთელობის – ცუდ მდგომარეობისთვის გადაუბრალებია. სტალინს მაშინ, მანქანა გაუგზავნია, და აუდენციაზე მისვლა უბრძანებია. ფაქტიურად, სტალინმა – ბენედიქტოვს, ქართული საქმე ძალით გააკეთებინა, და ის აღარ გაუწირია. სტალინის კაბინეტში, მაგიდაზე, ჩაის სერვიზი მდგარა. ბენედიქტოვისთვის, – იუბილე მიულოცია, და ლენინის ორდენითაც დაუჯილდოებია. უკითხია: ,,რას ისურვებ, მრგვალი აღსანიშნავი თარიღი გქონია, კაცი 50 – ი წელს, ცხოვრებაში – ერთხელ ხდებაო“. ,,იოსებ ბესარიონოვიჩ, გთხოვთ, მომიხსნათ ყველა სასჯელი, რაც კი მუშაობის პერიოდში მიმიღიაო“. სტალინს ყურმილი აუღია, და უთქვია: ,,მოამზადეთ საკითხი – ბენედიქტოვისთვის, – საყვედურების მოხსნის შესახებ. 50 – ი წლის კაცს, სულ რაღაც 30 – ი საყვედური ჰქონიაო“. ბენედიქტოვი პირდაღებული უსმენდა, ვერ წარმოიდგინა, თუ საიდან იცოდა სტალინმა, მისი საყვედურების ზუსტი რაოდენობა. თან უნიშნებია ბენედიქტოვისთვის, – ,,დაისხი, ქართული ჩაი, დაძაბულობას მოგიხსნისო“. ბენედიქტოვს ბოდიში მოუხდია: ,,ფორმაში არ ვარო“, თუმცა, უარი მაინც ვერ გაუბედია სტალინსთვის, და ჯერ სითხის ტემპერატურა მოუსინჯია, რომელიც აშკარად ცივი ყოფილა, მაგრამ, როცა საუცხოო ქართული კონიაკის არომატი უგვრძვნია, გაღიმებია და სადღეგრძელოც მიუყოლებია: ,,Живите долго, отец народов“ – ო. აი ასე გაუცვალია, იმ ,,ქართველთმოძულე“ სტალინს, – ლენინის ორდენი, ბენედიქტოვის გაუქმებული საყვედურები, და ერთი ჭიქა, ქართული კონიაკი, – ძირძველ, ქართულ საგანძურზე….