ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები უფრო მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა, ვიდრე წარმოედგინათ

ნინო ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები უფრო მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა, ვიდრე წარმოედგინათ – ლაშა ნაცვლიშვილი

კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ნინო ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები უფრო მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა, ვიდრე წარმოედგინათ. მათ მოუწევთ, ცუდს და უარესს შორის გააკეთონ არჩევანი: ან უნდა აღიარონ, რომ მათი თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კაცია, ან უნდა აღიარონ, რომ რუსეთში იმ მასშტაბის დემოკრატიაა, ძერჟავასთან მებრძოლი ქართველი პატრიოტის ცოლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიშნავენ და რომ კლასიკოსის გამონათქვამი: „ШИРОК РУССКИЙ ЧЕЛОВЕК” პუტინზეც ვრცელდება, რადგან კლასიკური (ბალეტის არ იყოს) ლოგიკის მთავარი კანონის საფუძველზე მათ მიერვე სხვებისთვის სპეკულაციურად დადგენილ მორალური კოორდინატების სისტემაში „მესამე გამორიცხულია” – ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

წყარო: ptn.ge