არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები – ლევან თარხნიშვილი

“ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

თარხნიშვილის თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების წინადადებას ელოდებიან.

„ოპოზიციას და კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ არაერთხელ აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია და ველოდებით საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომელიც არის მოლაპარაკების გაგრძელების წინაპირობა, გამომდინარე იქიდან, რომ ბურთი მათ ნახევარზეა. ბოლო რაუნდის წინ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მოთხოვნები, რაზე პასუხიც „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. იმედი მაქვს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, მათი წინადადება უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე იყო აქამდე.

ჩვენი პირობები იგივეა, მოთხოვნები არის იგივე. ეს არის ახალი არჩევნები, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, რომელიც დააფიქსირებს იმ რეალობას, რაც არსებობს ძალთა გადანაწილებაში საქართველოში. მეორე – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისობრივად ახალ გარემოში. მესამე – უნდა ჩაატაროს თვისობრივად ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და ასევე, ჩვენ განვაგრძობთ არსებული პოლიტპატიმრების გამოშვებისა და განთავისუფლების მოთხოვნას.

ძალიან რთულია მოლოდინზე ისაუბრო ძალაზე, რომელიც არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

წყარო: ptn.ge